GSh-18 არის რუსული ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი, რომელზე მუშაობაც 1998 წელს დაიწყო. პისტოლეტი, შეიძლება ითქვას არის კომერციულად წარუმატებელი პისტოლეტის-P-96-ის შემდგომი განვითარების ვარიანტი. GSh-18-ი შეიქმნა სპეციალურად სამხედროებისთვის. პისტოლეტის ტყვიას შეუძლია გაარღვიოს ჯავშანჟილეტი. აღნიშვნა “GSh” არის პისტოლეტის მთავარი კონსტრუქტორების-გრიზაევის და შიპუნოვის პატივსაცემად აღებული. ამავე კონსტრუქტორებს ეკუთვნით GSh სერიის საავიაციო ქვემეხების შექმნაც. პისტოლეტის აღნიშვნა 18 არის მისი მჭიდის ტევადობიდან აღებული (მჭიდში 18 ვაზნა ეტევა). 2000 წელს პისტოლეტმა გამოცდები წარმატებით გაიარა, თუმცა სამხედროთა შეიარაღებაში Yarygin-ის პისტოლეტები შევიდა, GSh-18-ები კი რუსეთის სამართალდამცველ ძალებს გადაეცა. პისტოლეტი იყენებს 9×19 მმ-იან პარაბელუმის ტყვიებს. მისი ჯავშანგამტანი ვაზნები კი სპეციალური, მტკიცე, დამუშავებული ფოლადისგანაა დამზადებული. GSh-18-ის ჯავშანგამტანი ტყვია ხვრეტს 8 მმ სისქის ფოლადის ფირფიტას და ნებისმიერ III კლასის ჯავშანჟილეტს 20 მეტრის სიშორიდან და უფრო ახლოს. აღსანიშნავია, რომ პისტოლეტიდან შესაძლებელია ნებისმიერი 9×19 მმ-იანი Parabellum-ის საბრძოლო მასალის სროლა. პისტოლეტს გააჩნია ორმაგი მოქმედების საკეტი. მასზე არაა მექანიკური უსაფრთხოების სელექტორი, თუმცა უსაფრთხოებას ავტომატურ სროლაზე გადამრთველი სამაგრი იცავს. ასეთივე გადაწყვეტა პისტოლეტ Glock 17-შია მიღებული. პისტოლეტის კორპუსი გამძლე პოლიმერისგანაა დამზადებული, თუმცა ფოლადის დეტალებიც ურევია. GSh-18-ის მჭიდი ორმაგია, რომელშიც 18 ვაზნა ეტევა. პისტოლეტია კომფორტული დასაჭერია და არაა გადატვირთული ზედმეტი დეტალებით.
ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:
კალიბრი: 9×19 მმ Parabellum
წონა (ცარიელის): 580 გრ
სიგრძე: 183 მმ
ლულის სიგრძე: 103 მმ
ტყვიის სიჩქარე: 600 მ/წმ
მჭიდის ტევადობა: 18 ვაზნა
ეფექტური სროლის მანძილი: 50 მ
ლექსო ლომაშვილი
მასალის გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე აკრძალულია
წყარო: www.military-today.com
ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი GSh-18 (რუსეთი),