

ხშირ შემთხვევაში, ამერიკის კანონებს ძნელია გაუგო. ის, რაც ერთგან ნებადართულია, სხვაგან უმკაცრესად ისჯება. თუმცა ფაქტები ჯიუტია. დღესდღეისობით 320 მილიონიან ამერიკის მოსახლეობაზე
270 მილიონი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, კარაბინი და შაშხანაა გაფორმებული (!). ამ პარამეტრით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მოცემული ციფრები განცვიფრებას იწვევს. თუმცა, თავად ამერიკელები ყოველივე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ამერიკის რომელიმე სკოლაში ან სხვა დაწესებულებაში შევარდნილი მოზარდი რამდენიმე ათეულ ადამიანს დაცხრილავს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალი მიმოქცევის შეზღუდვას არავინ გეგმავს.
ამჟამად ამერიკაში 8 ათასზე მეტი სასროლი კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც მილიონობით ადამიანია გაწევრიანებული. ყოველ უიქ-ენდზე, სროლისა და დენთის მოყვარულები ერთად ტირებში, პოლიგონებზე, სასროლეთებზე იკრიბებიან და თავიანთი საყვარელი იარაღებიდან სამიზნედ მდგარ სხვადასხვა ნივთებს გულმოდგინეთ ესვრიან. გაგიკვირდებათ და ასეთ ღონისძებებში მონაწილეთა ასაკი 14-16 წლიდან იწყება და 65-70 წლით მთავრდება. როგორც ჩანს, ცეცხლსასროლი იარაღისადმი სიყვარული ყველა თაობის ამერიკელში დევს.
lenta.ru-ს მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ
წყარო/Source: http://www.ambebi.ge