კიევის ცენტრში მობილური ოპერატორების აბონენტები მობილური კავშრის გარეშე დარჩნენ.ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერი ვადიმ ვასილჩუკი ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის მაიდანიდან, მეტრო არსენალნაიამდე მობილური კავშრი გაწყდა! შეხვედარზე წინასწარ შეთანხმდით, ასევე მიუთითეთ ადგილი, სადაც თქვენი პოვნა იქნება შესაძლებელი! “– მოუწოდა ვასილჩუკმა თანამემამულეებს.
ამასთან,სპეცრაზმმა „ბერკუტმა“ სამთავრობო კვარტალში მისასვლელი გზა ავტობუსებით ჩახერგა, რის გამოც მედია და დემონსტრანტები აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლას ვერ ახერხებენ.
კიევის ცენტრში ამ წუთებში „მილიონიანი მარში“ მიმდინარეობს.
კიევის ცენტრში მობილური კავშირი გაწყდა, „ბერკუტმა“ კი სამთავრობო კვარტალი გადაკეტა ,