შეტევები Tommahawk-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, დაიბომბა სამი ლოკაცია. საუბარია სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაზე დამასკოში, სადაც დიდი ალბათობით ხდებოდა ქიმიური იარაღის წარმოება, ქიმიური იარაღის საწყობები ხომსის ბაზაზე და ასევე, ქიმიური შეიარაღებისა და ეკიპირების სამეთაურო ცენტრი ხომსის ბაზის მახლობლად. თვითმხილველების თქმით, დამასკოში აფეთქებების ხმა რამდენიმეჯერ გაისმა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. განხორციელებულ შეტევას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ელჩი აშშ-ში. რუსეთის საელჩოს გვერდი ტვიტერზე ელჩის განცხადებას ავრცელებს.

 

Russia in USA 🇷🇺@RusEmbUSA

 

 

 

Statement by the Ambassador Antonov on the strikes on : A pre-designed scenario is being implemented. Again, we are being threatened. We warned that such actions will not be left without consequences. All responsibility for them rests with Washington, London and Paris.

 

 

 

  • 5,859 people are talking about this
  •  

    “წინასწარ დაწერილი სცენარი განხორციელებულია, კიდევ ერთხელ ჩვენ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდით. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ მსგავს ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ. სრული პასუხისმეგბლობა ამაზე, ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს ეკისრება”, – ნათქვამია აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებაში. გასულ უქმეებზე, სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 500 საავადმყოფოებში ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნებით მოხვდა.

    ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.