ორმა ძმამ ერაყიდან რომელთა გვარებიც გასაიდუმლოებულია,შექმნეს სახმელეთო ბორბლებიანი საბრძოლო რობოტი. როგორც Baghdad Post-ი წერს, აპარატმა მიიღო დასახელება AIrobot. ამ მომენტისათვის საბროლო რობოტი გადის საბოლოო ცდებს და შესაძლოა ის სულ მალე გამოყენებულ იქნას ქალაქ მოსულში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლებში.
საბრძოლო რობოტი აღჭურვილია 4 კამერით,ტყვიამფრქვევით და 2 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის БМ-14 და БМ-21 უმართავი რაკეტების გამშვები დანადგარით. ოპერატორი მანქანას მართავს რადიოარხის მეშვეობით ნოუთბუქის გამოყენებით,ერთი კილომეტრის მანძილიდან.სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
AIrobot პირველად საზოგადოებას წარუდგინეს შეიარაღების გამოფენაზე IQDEX-2016, რომელიც გაიმართა ბაღდადში ამა წლის მარტის თვეში.