ტოკიოს სიახლოვეს ტრანსპორტირებისას საშუალო რადიუსის მქონე საზენიტო სარაკეტო კომპლექსის MIM-23 HAWK «მიწა-ჰაერი»-ს კლასის რაკეტას საბრძოლო ქობინი მოძვრა.
HAWK გააჩნია მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ნაწილი-წონა 54 კგ. მისი სამოქმედო რადიუსია:სიმაღლეში 60 მეტრიდან 18 კილომეტრამდე ,ფრენის სიშორე შეადგენს 35 კმ.
აშშ-ში საზენიტო სარაკეტო კომპლექს MIM-23 -ის სერიული წარმოება დაიწყო 1959 წელს. კომპლექსი ძალზედ წარმატებული გამოდგა და მათი ლიცენზიით წარმოება დაიწყო დასავლეთ ევროპაში,იაპონიასა და ირანში.

იაპონიის სახმელეთო ძალების შეიარაღებაში ირიცხება 180 ერთეული MIM-23B I-Hawk.
საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა და ამჟამად მიმდინარეობს მიზეზების დადგენა.