ალბათ ბევრი რამ გაგიგიათ ამ შესანიშნავი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, თუმცა ვეცდები კიდევ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მით უფრო. რომ ის ამ კლასის ერთადერთი სისტემაა საქართველოს შეიარაღებაში. ჰერმეს 450 არის ტაქტიკური საჰაერო დაზვერვის პლატფორმა, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციისშესრულება შეუძლია, თუმცა მისი ძირითადი დანიშნულება მოწინააღმდეგის ტერიტორიის, ბრძოლის ველის თვალთვალი, მიზნის ამოცნობა და მონიშვნაა.